სალომე ზურაბიშვილი ბოდბის მონასტერში წირვას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის მონასტერში იმყოფება. პრეზიდენტი მონასტერში წირვას ესწრება. წირვას საქართველოს შვიდი ეპარქიის ეპისკოპოსები ესწრებიან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27იანვარს – გარდაცვალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები