“ჯგუფის ახლანდელი შემადგენლობა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია” – “ნაცმოძრაობამ” სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა

პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, დატოვა.
როგორც პარტიის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობა მათთვის სრულიად მიუღებელია.
“ჯგუფის ახლანდელი შემადგენლობა არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი. არ ვთვლი, რომ საჭიროა საგნობრივ დისკუსიაში შესვლა კრებსით მურუსიძესთან და ასეთია დღევანდელი სხდომის შემადგენლობა. დღეს დავაყენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, თუ როგორი უნდა იყოს ფორმატი კონკრეტულად, რომელსაც რამე შედეგამდე მისვლა სურს, თუ არ იქნება ეს გაზიარებული, მაშინ ჩვენ ვერანაირ აზრს მონაწილეობისას ვერ ვხედავთ”, -განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები