გედევან ფოფხაძე: იუსტიციის საბჭო, ფაქტობრივად, ზღვარზე დგას

„იუსტიციის საბჭო, ფაქტობრივად, ზღვარზე დგას, იმასთან მიმართებაში, რომ თავისი ლეგიტიმაციები კითხვის ნიშნის ქვემოთ დააყენოს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოსამართლეთა კორპუსი ცდილობს, რომ შემოვიდეს პოლიტიკურ პროცესში. იუსტიციის საბჭომ ეს ნაბიჯები უკვე გადადგა, რაც არასწორი იყო თავისთავად და ახლა თუ მოსამართლეთა კორპუსი ცალკე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას გადაწყვეტს, არა მგონია, ეს ნორმალური იყოს ქვეყნისთვის. მე მგონია, რომ იუსტიციის საბჭო ფაქტობრივად, ზღვარზე დგას იმასთან მიმართებაში, რომ თავისი ლეგიტიმაციები კითხვის ნიშნის ქვემოთ დააყენოს და ამაზე მათაც უნდა იფიქრონ,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები