” რედისონ ბლუ ივერიაში“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება. შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შეხვედრები ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სამუშაო ჯგუფის მიზანი სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითად მიმართულებებზე მუშაობაა.ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი, კერძოდ, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი, კერძოდ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.
მათ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.