ბექა ოდიშარია: უამრავმა ადამიანმა გამოთქვა გულწრფელი სიხარული, თბილისის მერის განცხადებასთან დაკავშირებით

პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია თბილისის მერის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” აღარ აშენდება, დადებითად აფასებს. მისი თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება ცივილური მოლაპარაკებების გზით ხდება.
„მართლაც მისასალმებელია, როდესაც იმარჯვებს საზოგადოებრივი ინტერესი და ეს ხდება თანამშრომლობის, ცივილიზებული მოლაპარაკებებისა და მიდგომების გზით, როგორც კერძო, ასევე, საჯარო პირების მხრიდან. სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანს, ჩვენ ვართ მოწმენი თეთრი ძაფით ნაკერი ყალბი კამპანიებისა, როგორც თბილისის ფსევდო გულშემატკივრების, ისე სიცრუის ტირაჟირებაში დახელოვნებული ზოგიერთი მედია საშუალებების მხრიდან, თუმცა მიხარია, რომ დამდგარი შედეგი კონკრეტული ადამიანების მონდომებისამებრ, არის ქალაქის და ქალაქელების სასიკეთოდ”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები