“ავარიების სტატისტიკა გვაძლევს სიგნალს, რომ მეტად თანმიმდევრულად მივყვეთ უსაფრთხოების გაუმჯობესებას”

„2018 წლის ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკის მიხედვით, რომელიც შსს-ს მიერაა წარმოებული, ავტოავარიათა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა, 11%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტატისტიკა გარკვეულ სიგნალს გვაძლევს, რომ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას მეტად თანმიმდევრულად მივყვეთ.
„2018 წლის ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკის მიხედვით, რომელიც შსს-ს მიერაა წარმოებული, ავტოავარიათა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ასევე, დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, კარგია ის, რომ 11%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი. სამწუხაროდ, დედაქალაქში გაზრდილია დაშავებულთა რიცხვი და ასევე იმატა დაღუპულთა რიცხვმა 4%-ით. სტატისტიკა გარკვეულ სიგნალს გვაძლევს, მეტად თანმიმდევრულად მივყვეთ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას დედაქალაქის გზებზე. ამისთვის უნდა გამოვიკვლიოთ თითოეული შემთხვევა. ვიცით, რომ მაღალი სიჩქარის ლიმიტები გვაქვს ქვეყნის მასშტაბით, 60 კმ/სთ საშუალო სიჩქარე დედაქალაქში საკმაოდ მაღალია , მაშინ როცა ასევე დამატებით 15 კმ/სთ-ის საშუალებას გვაძლევს კანონმდებლობა. თუ 75 კმ/სთ-ით ეს არის საკმაოდ მაღალი ქალაქისთვის. შავი წერტილები , რომელთა განეოტრალება არის მეტად მნიშვნელოვანი, ამის შესწავლა უნდა მოხდეს“- განაცადა ლალიაშვილმა.
მან ტექდათვალიერების რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
“რამდენიმე დღის წინ თავად ვიყავი მონიტორინგზე, რომ შეფასება გამეკეთებინა , თუ რა ხდება ტექინსპექტირების ცენტრებში თვალნათლივ ჩანს, რომ რიგი არის ნომერ პირველი პრობლემა ამ ეტაპზე. მნიშვნელოვანია, ინფორმაციის მიწოდება მძღოლებისთვის, რომ ტრანსპორტის პასპორტში ნახონ ვადა. ამ ვადის მიხედვით მივიდნენ ცენტრებში , ფორსმაჟურული ვითარება რომ არ შეიქმნას, ვისაც ვადა უწევთ, პირველ რიგში მათ უნდა გაიარონ ინსპექტირება, რათა არ დაჯარიმდნენ.
სხვა მხრივ არის გარკვეული ხარვეზები, რომელზეც ჯერ ვერ მუშაობს ხელისუფლება, საუბარია ნაქირავებ თუ ნათხოვარ საბურავებზე, ასევე ერთჯერად მანიპუალციაზე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა“- განაცხდა ლალიაშვილმა.
ეკა ლალიაშვილი თბილისის მერის, აკხა კალაძის განცხადებასაც გამოეხმურა, რომლის თანახმად, „მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, რადგან სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დღეს ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია.“
„ ხელისფულება უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებაზე უნდა ზრუნავდეს. მგონია, ფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებები უფრო სხვა კატეგორიის საჯარო მოხელეებმა უნდა გააკეთონ. მერისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ტაქსების რეფორმა ბოლომდე მივა და არა მხოლოდ ავტომობილების ფერი შეიცვლება და ბრენდირება მოხდება, არამედ, მთავარი შეიცვლება – მაგალითად, მძღოლების სტანდარტების ამაღლება , უსაფრთხო გადაადგილება , კომფორტული მოძრაობა, ფასი შემდეგ დარეგულირდება“- განაცხადა ლალიაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები