ირაკლი ლექვინაძე: იმედია სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობასთან დაკავშირებით, კომპრომისული გადაწყვეტილება გამოინახება

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე იმედოვნებს, რომ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კომპრომისული გადაწყვეტილება გამოინახება.
მისივე თქმით, შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, მისი აღსრულება ქვეყნის მიმართ ბიზნესის და ინვესტორების ნდობის მაღალი ხარისხისთვის მნიშვნელოვანია.
„რამდენიმე წელი ვიყავი თბილისის მთავრობის წევრი, ამიტომ კარგად მესმის და ვიცი სასტუმრო “ბუდაპეშტის” საკითხის სირთულე. თბილისი მერია თავისი ქმედებებით პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესს, რომელიც არსებობს პროექტზე და ეს ბუნებრივია. მე, როგორც ბიზნესომბუდსმენს მიმაჩნია, რომ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და მისი აღუსრულებლობა ზღუდავს ბიზნესის უფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბევრს გასაგებია, რომ შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ მისი აღსრულება ქვეყნის მიმართ ბიზნესის და ინვესტორების ნდობის მაღალი ხარისხისთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, გამოინახება კომპრომისული გადაწყვეტილება თბილისის მერიასა და ინვესტორს შორის, ისეთი, რომელიც ერთის მხრივ, უპასუხებს საზოგადოებრივ ინტერესს და მეორეს მხრივ, არ დაარღვევს ინვესტორის უფლებას”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები