ამირან გამყრელიძე: თუ თებერვალში გრიპის ვირუსი მოიმატებს, ამისთვის შესაბამის ზომებს მივიღებთ

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ თებერვალში გრიპის ვირუსი მოიმატებს, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში „ტამიფლუს“ საკმარისი მარაგია, რომ ამბულატორიულ სექტორში დროულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა.
„ევროპაში გრიპის სეზონი მე-40 კვირას იწყება და მომავალი წლის მე-20 კვირამდე გრძელდება. ჩვენ გრიპზე დაკვირვების მრავალწლიანი მაჩვენებელი გვაქვს. შეიძლება, იყოს ერთი, ორი ან მეტი ტალღა. არ არის აუცილებელი, მეორე ტალღა თებერვალში იყოს, მაგრამ ქვეყანა მზად უნდა იყოს. ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია. თუ თებერვალში გრიპის ვირუსის მატება იყო, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს. რაც შეეხება „ტამიფლუს“, მისი გაცემა სეზონის ბოლომდე, რეცეპტის ან ფორმა 100-ის საფუძველზე, უფასოდ გრძელდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები