სასამართლომ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო
კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატის საქმეში დამნაშავედ ცნო.
“მიუხედავად ბრალის არ აღიარებისა, სასამართლომ მოწმეების ჩვენებები მოისმინა, ამასთან, ექსპერტებმა დოკუმენტური და სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები შეისწავლეს და მხარეების ვარაუდების შეჯერების შედეგად, სასამართლომ ეჭვმიტანილი დამნაშავედ ცნო”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
დღეს სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.
ამასთან, სასამართლომ განაჩენი იანუკოვიჩის დაუსწრებლად გამოიტანა, ვინაიდან ის 2014 წლის მოვლენების შემდეგ უკრაინის საზღვრებს გარეთ იმყოფება.