აშშ ხუან გუადოს დროებით მმართველობას ლეგიტიმურად ცნობს

ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის ხელმძღვანელმა, ხუან გუადომ, თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად წარადგინა და ფიციც დადო.
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მისი მმართველობის ლეგიტიმურობას აღიარებს.
“ვენესუელის მოსახლეობა თამამად აღუდგა მარუდოსა და მის რეჟიმს წინ, თავისუფლება და კანონიერება მოითხოვა”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მარუდოს არალეგიტიმური პრეზიდენტი უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტი მმართველობის ერთადერთი ლეგიტიმური განშტოებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები