ვენესუელაში მომიტინგეებისა და სამართალდამცველების დაპირისპირებას 16 ადამიანი ემსხვერპლა
ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციების დროს სამართალდამცველებთან შეტაკების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
ვენესუელაში 23 იანვრიდან პრეზიდენტ მარუდოს წინააღმდეგ ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს, ამავდროულად, მანიფესტაციებს მისი მომხრეებიც აწყობენ. დღეს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად, საკუთარი თავი ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხუან გუაიდომ წარადგინა.