ბათუმის ერთ-ერთ ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია

ბათუმში, 31-ე საბავშვო ბაღში, ოთხი წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. მომხდარის შედეგად, მას პირის ღრუ ჰქონდა დამწვარი და ჭამას ვერ ახერხებდა.
ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში ტოქსიკოლოგიის განყოფილებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ბათუმიდან გადმოყვანილია ბავშვი, რომელსაც დალეული ჰქონდა სადეზინფექციო ხსნარი. მდგომარეობა საყურადღებო იყო და მოთავსდა ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში, ამჟამად მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”, – განუცხადეს “კვირას” იაშვილის კლინიკაში.

“კვირამ” “ბათუმის ბაღების გაერთიანებასთან” სცადა დაკავშირება, თუმცა გაერთიანების გვერდზე მითითებულ ნომერზე დაკავშირება ვერ მოხერხდა.

შემთხვევა ბათუმში, 21 იანვარს, დილით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები