გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა
გერმანიის ბუნდესტაგში გამართულ კენჭისყრაზე დამტკიცდა კანონპროექტი საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნების უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარების შესახებ. კანონპროექტს 509 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 138-ის წინააღმდეგ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის აუცილებელია, ბუნდესრატის (ფედერალური საბჭოს) თანხმობა. შესაბამისად, კანონპროექტი შემდგომი პროცედურისთვის ბუნდესრატს გადაეგზავნება, რომლის სხდომები თვეში ერთხელ იმართება. თუ რომელ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს ბუნდესრატი აღნიშნულ კანონპროექტზე, ჯერ ცნობილი არ არის.
კენჭისყრამდე ბუნდესრატში პარტიებს შორის შემდგომი კონსულტაციები კანონპროექტზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნითაა დაგეგმილი.