სარკოზი ევროკავშირს რეფორმების გატარებას სთავაზობს

   საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ევროკავშირს რეფორმების გატარებას სთავაზობს. მისი აზით, მთავარი როლი ევროპაში თავის თავზე ბერლინმა და პარიზმა უნდა აიღონ.
,,თუ ორი წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფო თავის ძალისხმევას ეკონომიკის და გადასახადების სფეროში გააერთიანებენ, ეს კონტინენტზ ეევროზონის გაძლიერებას და სტაბილურობის ამაღლებას გამოიწვევს“,- წერს სარკოზი სტატიაში, რომელიც გაზეთ Le Point- ში გამოქვეყნდა.
ექსპრეზიდენტის აზრით, ორივე ქვეყნის მიერ ეკონომიკური ზონის ფორმირება ასევე უზრუნველყოფს ნაკლის აღმოფხვრას. სარკოზიმ ძლიერ გააკრიტიკა ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა და შენგენის შეთანხმების დაუყოვნებლივ შეჩერება, ასევე ,,შენგენ-2“-ის შემოღება მოითხოვა მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე ქვეყანა ერთიანი მიგრაციული პოლიტიკის გატარებას დაიწყებს.
ექსპრეზიდენტმა ასევე გამოთქვა თავისი მოსაზრება ბრიუსელის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. მისი თქმით, გადაწყვეტილებების უმეტესობა ნაციონალურმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.
,,ევროპული პროექტი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ის ძირფესვიანად უნდა გადაიხედოს“, -აღნიშნავს სარკოზი თავის სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები