რუსეთი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გააგზავნის

ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა გააკეთა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა რუსეთი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მან უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და სად ჩატარდება ის.
“მთავარი არა არჩევნები და ისაა, თუ ვის აირჩევენ, არამედ ის, თუ როგორ გაგრძელდება მდგომარეობა არჩევნების შემდგომ და როგორი იქნება კონსტიტუციური რეფორმა. მთავარია, ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა იცოდეს, ვის აძლევს ხმას და მისი კანდიდატურის არჩევის შემდგომ რას უნდა ელოდოს ქვეყანა”, – განაცხადა სერგეი ივანოვმა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 25 მაისს არის დაგეგმილი. კანდიდატებსა და ლიდერებს შორის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად პეტრ პოროშენკო, ხოლო მის შემდეგ კი – იულია ტიმოშენკო ლიდერობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები