სტამბოლში საპროტესტო აქციას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სტამბოლში საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციის ტყვიით დაიღუპა გამვლელი, რომელიც სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად მიდიოდა. 30 წლის უღუთ ქურთს ტყვია თავის არეში იმ დროს მოხვდა, როცა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება დაიწყო. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტებმა მათ „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. შეტაკებების შედეგად ათი ადამიანი დაშავდა.
აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ და ხელისუფლებას გასულ კვირას თურქეთის ქალაქ სომაში მდებარე ქვანახშირის საბადოში მომხდარი ტრაგედიის გამო ადანაშაულებდნენ.