ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა სწრაფად მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. 60 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის, 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები