„სჯობს, პრინცმა ჩარლზმა თავისი ოჯახის ისტორია გაიხსენოს“
რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ პრინცმა ჩარლზმა კანადაში, ჰოლოკოსტში მონაწილე ქალბატონთან საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში ქმედება ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შეადარა. პრესამ პრინცის სიტყვები უყურადღებოდ არ დატოვა. ტელეარხ RT-ს ჟურნალისტმა ანისა ნაუეიმ პრინც ჩარლზის სიტყვებს გადაცემაც მიუძღვნა, თუმცა ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა პრინცის ნათქვამი გაამართლეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრის მდივანმა ნიკ კლეგმა განაცხადა, რომ ,,პრინც ჩარლზს თავისი აზრის თავისუფლად გამოთქმის“ უფლება აქვს. რუსეთმა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ახსნა-განმარტება მოითხოვა. სამეფო ოჯახის ისტორია რომ გავიხსენოთ, გასაგები გახდება, ვინ არის ნამდვილი ნაცისტი – აცხადებს ჟურნალისტი. ელიზავეტა მეორეს და ედუარდ მერვეს პირადი კონტაქტები ჰქონდათ ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობასთან და ჰიტლერსაც ხვდებოდნენ.
პრინც ჩარლზის დეიდა – სოფია გერმანელი ოფიცრის მეუღლე იყო, პრინც ჩარლზის შვილი – ჰარი კი ჰელოუინის დღესასწაულზე ნაცისტურ ფორმაში იყო გამოწყობილი.
პრინც ჩარლზისა და ვლადიმერ პუტინის 6 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის წინ, რომელიც მოკავშირე ჯარების ნორმანდიაში გადასმას უკავშირდება, სამეფო ოჯახმა უმჯობესია, თავის კავშირებს კარგად გადახედოს, – აცხადებს ანისა ნაუეი.