აკაკი ზოიძე: პრემიერის გადაწყვეტილება “ტამიფლუს” უფასოდ გაცემაზე, დროული და კარგია

ძალიან დროული კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მთავრობის მიერ, პირადად პრემიერ მინისტრის მიერ, რომ ტამიფლუ ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი გახდება ექიმის დანიშნულებით ყველა მოქალაქისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.
“ამ დრომდე, მედიკამენტი უფასო იყო ორსულების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის, თუმცა თავიდან რომ ავიცილოთ ყოველგვარი გაუგებრობა და შესაძლო პანიკა, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია.
ექიმის დანიშნულების გარეშე ტამიფლუ არ უნდა მოიხმარონ. დღეისათვის რისკ-ჯგუფებისთვის არც პირბადეების და არც ტამიფლუს ხელმისაწვდომობა არ არის, ხვალიდან კი პრობლემა მოიხსნება ნებისმიერი მოქალაქისთვის, ხოლო თუ დღეს სჭირდება ვინმეს მკურნალობა, ამისთვოს საავადმყოფოებში საკმარისი მარაგია. ჯანდაცვის სისტემა იყო აბსოლუტურად მზად. არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება რეაგირება, მათ შორის დამატებითი შესაძლებლობების განვითარება. სამწუხაროდ, ეს მაინც არ გვაცილებს თავიდან ადამიანების მსხვერპლს, აქ უკვე ჯანდაცვის სისტემის გარდა მოქალაქის ფაქტორიცაა. მან დროულად უნდა მიმართოს ექიმს, გაიკეთოს ვაქცინაცია შემოდგომაზე, როცა რეკომენდაციას ვაძლევთ და ამით თავიდან ავიცილებთ იმ ტრაგედიებს რომელიც ხდება. აქვე გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ოჯახის წევრებიც შეეწირნენ ამ ვერაგ დაავადებას”, – აცხადებს ზოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები