ჩინელ მილიარდერს ლიუ ხანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

   იგი დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა და, ამავე დროს, სიჩუანის უმსხვილეს სამთომომპოვებელ საწარმოსაც ხელმძღვანელობდა. ლიუ ხანთან ერთად მის უმცროს ძმასაც გაასამართლებენ. ძმებს ბრალი დანაშაულებების სერიისთვის ედებათ, რომელიც 1993 წლიდან იწყება. ვერდიქტი ქალაქ სიანინის სასამართლომ გამოიტანა.
მილიარდერთან ერთად სასიკვდილო განაჩენი მის 9 თანამზრახველსაც გამოუტანეს, 5 -ს კი სამუდამო პატიმრობა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მოინანიებენ და გამოსწორდებიან“. ამ საქმეში სულ 36 ადამიანი ფიგურირებს.
სასამართლომ ისინი მკვლელობებში, თავდასხმებში, ადამიანების გატაცებებში დაადანაშაულა. გასამართლებულთა შორის 2 პოლიციის თანამშრომელი პროკურორიც არის, რომელიც მათ დანაშაულებრივ ქმედებებს ხელს აფარებდა. დაპატიმრებამდე ლიუ ხანი კორპორაცია ,,ხანლუნის“ ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი სამთომომპოვებელი კომპანიაა სიჩუანის პროვინციაში. 2012 წელს იგი ჩინეთის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის 230 ადგილს იკავებდა. 29 იანვარს, ჩინეთში, კორუფციის ბრალდებით დააკავეს ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, საამშენებლო კომპანიის Gold Maintis Construction-ის ხელმძღვანელი – სო ჩჟუ სინლიანი. მისი ოჯახი 18,9 მილიარდს ფლობს და ჩინელი მილიარდერების სიაში მე-20 ადგილზე იმყოფება. მისი კომპანია ისეთ მსხვილ საამშენებლო პროექტებში მონაწილეობდა, როგორიცაა: პეკინის ოლიმპიადის ცენტრალური სტადიონი და ხელოვნების ნაციონალური ცენტრის შენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები