გაერომ ,,ბოკო ხარამი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
გაეროს უშიშროების საბჭომ რადიკალი ისლამისტების დაჯგუფება ,,ბოკო ხარამი“ ,,ალ ქაიდასთან“ დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა. მან სანქციები შემოიღო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ნიგერიაში 300 სკოლის მოწაფე გოგონას მოტაცებასა და მკვლელობებზეა პასუხისმგებელი.
ამერიკის ელჩი გაეროში სამანტა პაუერი მიესალმება უშიშრობის საბჭოს ქმედებებს და აღნიშნავს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნიგერიის დასახმარებლად, რომ დამარცხდეს ,,ბოკო ხარამი“ და მათი ხელმძღვანელები არაადამიანური ქმედებების გამო დაისაჯონ. ,,ბოკო ხარამის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მათი აქტივების გაყინვას, სავიზო შეზღუდვას და იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს გულისხმობს.
გაეროში ავსტრალიის ელჩის გერი კვინლანის სიტყვებით, ძნელია იმის თქმა, რა შედეგები ექნება ამ სანქციებს. ,,ბოკო ხარამის“ ფინანსური სახსრების გაკონტროლება ძალიან ძნელია, – ამბობს ელჩი, რადგან, დიდწილად, დაჯგუფებები ჯუნგლებში მუშაობენ და საბანკო ოპერაციებით არ სარგებლობენ.
,,ბოკო ხარამის“ მებრძოლები 2009 წლიდან ებრძვიან ნიგერიის ხელისუფლებას. ისლამისტების მხრიდან უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი, მათგან 3 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა.