ეროვნული ბანკი „თიბისი” ბანკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თიბისი ბანკთან” მიმართებაში გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ “თიბისი ბანკი” ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.
ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალურ პროკურატურაში „თი-ბი- სი“ ბანკის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ საგამოძიებო ორგანოს პრესსამასახურში განუცხადეს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა „თი -ბი- სი ბანკიდან“ დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები