რუსეთის გენშტაბმა უკრაინაში უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები აღმოაჩინა

   უკრაინაში კიევის ხელისუფლების მხარეს ათობით დაქირავებული უცხოელი ჯარისკაცი მოქმედებს, ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი აცხადებს.
,,ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, კიევის ხელისუფლების მხარეს, უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებში ათობით უცხოელი სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის – ამერიკელები“, – აცხადებს გენშტაბის უფროსი. გერასიმოვის თქმით, უკრაინის ხელისუფლების ცვლაში გადამწყვეტი როლი, ,,არაბული გაზაფხულის“ მსგავსად, ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა შეასრულეს, რომელთაც თავის შემადგენლობაში მომზადებული და კარგად აღჭურვილი სამხედრო ჯგუფები ჰყავთ“.
ცნობები უკრაინაში მებრძოლ კერძო სამხედრო ორგანიზაციის წევრებზე ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ამის მტკიცებულება უწინ არ არსებობდა. უკრაინის ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სეგეი პაშინსკიმ განაცხადა: ,,მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არავითარი ,,მემარჟვენე სექტორი“, მით უმეტეს, არავითარი ამერიკელი სპეცრაზმელები არც ხარკოვში, არც დონეცკში და არც ლუგანსკში არ არიან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები