ეკა ბესელია: არ ვაპირებ გაჩერებას, ბოლომდე მივიყვან ამ ბრძოლას და ამაში ვარ დარწმუნებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, იგი ბოლომდე აპირებს ბრძოლას და დაწყებული საქმის დასრულებას, – ამის შესახებ ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მე არ ვაპირებ გაჩერებას. მე მაქვს გაცნობიერებული ძალიან კარგად, რა პროცესშიც ვარ შესული ჩემს თანამოაზრეებთან ერთად. ბოლომდე მივიყვან ამ ბრძოლას და ამაში ვარ დარწმუნებული. არ არსებობს ძალა, რომელიც ამ პროცესში, მე ერთ ადამიანს, ეკა ბესელიას გამაჩერებს. მჯერა, რომ მარტო არ ვარ და ბევრნი არიან, ვინც ჩემსავით ფიქრობს”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები