ეკა ბესელია: ის ადამიანები, რომლებიც დღეს გვიპირისპირდებიან, არ მინახავს იმ ბრძოლაში, როცა მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში გავედით

„ის ადამიანები, ვინც დღეს ღიად გვიპირისპირდება, არც ერთი მათგანი იმ ბრძოლაში არ მინახავს, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში გავედით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, იგი წლების წინ ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსდგენად იბრძოდა.
“მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში პლასტიკური ტყვიების, ხელჯოხების, გაზის გამოყენების და დარბევის ფონზე ვიცავდით და არასდროს უკან არ დაგვიხევია. მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც თავის დროზე პოლიტიკაში აღმოვჩნდი იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მართლმსაჯულება, და იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი მქონდა, ვიდრე ირაკლი კობახიძეა შესული. ვიდრე ის იმ კაბინეტთან იდგა, იმაზე უფრო კომფორტულ კაბინეტზე ვთქვი უარი 2006 წელს, როდესაც ადვოკატი ვიყავი, ჩემი საკუთარი კომპანია მქონდა, ძალიან კომფორტული გარემო მქონდა, თავისუფლება მქონდა, მაგრამ არ მქონდა სასამართლო. როცა ქუჩაში გავედით მე და ჩემი მეგობრები და ძალიან ბევრნი ვიბრძოდით. სხვათაშორის ის ადამიანები, ვინც დღეს ღიად გვიპირისპირდება ამ პოზიციის გამო, არც ერთი მათგანი იმ ბრძოლაში არ მინახავს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები