ბესელია მოსამართლეების საკითხზე: არიან უმრავლესობაში დეპუტატები, რომელთაც მიაჩნდათ რომ სიასთან დაკავშირებით იყო შეუთავსებლობა

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, როგორც იურიდიული კომიტეტის შიგნით, ისე გარეთ, მრავლად არიან უმრავლესობის დეპუტატები, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, მისი მსგავსი პოზიცია ჰქონდათ.
შესაბამისი განცხადება ბესელიამ ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
“პირველი ბარიერი ვიყავი მე, თუმცა კომიტეტში ჩემ გარდა, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, ანალოგიური პოზიცია ჰქონდათ. მინდა, მადლობა ვუთხრა კომიტეტში გედი ფოფხაძეს, რუსლან პოღოსიანს, ლევან გოგიჩაიშვილს. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ასევე, საკმაოდ არიან კომიტეტის არაწევრი, უმრავლესობის დეპუტატები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ სიასთან დაკავშირებით იყო შეუთავსებლობა, მიუღებლობა და უზენაეს სასამართლოში უვადოდ ასეთი მოსამართლეების გამწესებას მხარს არ დაუჭერდნენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები