ეკა ბესელია: ირაკლი კობახიძე მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას ითხოვდა

„წლის ბოლო სამუშო კვირას, პრასკევს სხდომის ჩანიშვნის იდეა ირაკლი კობახიძემ მომაწოდა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს მიაჩნდა, რომ მოსამართლეთა სია პარასკევს, ჯერ სხდომაზე უნდა განხილილიყო და იმავე დღეს სესიაზე უნდა განხილულიყო.
„პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე და ამ სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა და იმავე დღეს სესიაზე ამ სიის გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ. ვიდრე შინაარსზე ვისაუბრებდი, თვითონ ფორმაც, სულ რომ იდეალური ყოფილიყო ის სია და არ ყოფილიყო მასში ისეთი გვარები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ძველი რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სასამართლოსთან“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები