გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.