საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით 22:00 საათიდან, თბილისში, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.
ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის დაღმართზე, ხოლო თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიისკენ მიმავალი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჭანტურიას ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით.
ასევე, მოძრაობა, ასევე, აკრძალული იქნება რუსთაველის გამზირის ყველა მკვეთ ქუჩაზე.
ავტომანქანების მოძრაობა კონცერტის დასრულებისთანავე აღდგება.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები