ნატომ შენიშნა რუსული ჯარის გაყვანა უკრაინის საზღვრებიდან

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსი სამხედროების აქტივობას ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა შენიშნა რუსი სამხედროების აქტივობა უკრაინის საზღვართან, რაც შესაძლოა, იმაზე მეტყველებდეს, რომ ისინი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან.
ანდერს ფოგ რასმუსენმა სიტყვა „შესაძლოა” განსაკუთრებულად გამოყო და ის დიდი ასოებით დაწერა. “თუმცა ჯერ ნაადრევია რაიმე დასკვნების გამოტანა, რადგან უკრაინის საზღვრებთან ახლოს ჯერ კიდევ რჩებიან სამხედროები “,- წერს რასმუსენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები