ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის წინასაახალწლო მიღებას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახელით, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, წინასაახალწლო მიღება გაიმართა.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მიმართა და დამდეგი 2019 წელი მიულოცა.
„ძალიან სასიამოვნო იყო თითოეული დღე, რომელიც გავატარეთ თქვენთან ერთად ამ შესანიშნავ გარემოში. ნამდვილად შესანიშნავი გარემო გვაქვს პარლამენტში, ეს შეიძლება, ნამდვილად, აღინიშნოს და ძალიან მიხარია თითოეული თქვენგანი. მინდა, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ახალ, 2019 წელს, მინდა, რომ თითოეული თქვენგანისთვის ეს წელი, 2019 წელი იყოს გამორჩეულად წარმატებული და ბევრი სიხარულის, ბედნიერების მომტანი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს თქვენს ოჯახებთან ერთად”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები