ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე: მათ გაიხადეს მოსამართლის მანტიები და პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ

ცოტა ხანში, საკითხი დადგება ისე, რომ ვფიქრობ, უნდა დავემშვიდობოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმიტომ, რომ ეს ადამიანები თავისი მორალით, საქციელით და პროფესიონალიზმით არ შეეფერებიან მოსამართლეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
“ეს ადამიანები არიან ბიუროკრატიული აპარატი, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოიპოვონ პირველ, მეორე და მესამე ინსტანციაზე, რაც მათ არ გამოუვათ. ვფიქრობ, ამ განცხადებებით ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გაიხადეს მოსამართლის მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, სადაც ვპირდებით მათ, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ. ცოტახანში საკითხი დადგება ისე, რომ, ვფიქრობ, უნდა დავემშვიდობოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმიტომ, რომ ეს ადამიანები თავისი მორალით, საქციელით და პროფესიონალიზმით არ შეეფერებიან მოსამართლეობას. შესაბამისად, ის კრიტერიუმები, რომელსაც ჩვენ გავწერთ გაზაფხულზე და რომელიც უნდა დააკმაყოფილონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბუნებრივია, გავრცელდება პირველ და მეორე ინსტანციის მოსამართლეებზეც. ამ სტანდარტს დაადგენს საზოგადოება”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები