რუსეთის მიერ ჩინეთისთვის გაზის მიწოდების კონტრაქტი შესაძლოა, ჩაიშალოს

კომპანია PetroChina რუსეთთან ბუნებრივი აირის შესახებ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია The Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჩვენ ხელს არ მოვაწერთ კონტრაქტს. იმპორტირებული გაზისა და შიდა ბაზარზე არსებული გაზის ფასები ამ ეტაპზე ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ჩვენ უკვე ვკარგავთ ფულს იმპორტირებულ გაზზე და თავს უფლებას ვერ მივცემთ, კიდევ უფრო მეტი თანხა დავკარგოთ”, – განაცხადა კომპანია PetroChina-ს პრესმდივანმა მაო ძეფენმა.
ამასთან, კომპანია PetroChina ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის შვილობილი კომპანიაა, რომელთან მოლაპარაკებებსაც რუსული “გაზპრომი” გაზის მიწოდების თაობაზე აწარმოებს. 21 მაისს, შანხაიში რუსული და ჩინური მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლისდან 30 წლის განმავლობაში ჩინეთი რუსეთიდან წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები