ბრაზილიის ეპისკოპოსმა ერთსქესიანთა ქორწინება აღიარა

ეროვნული კონფედერაციის ბრაზილიელმა ეპისკოპოსთა გენერალურმა მდივანმა ლეონარდო სტეინერმა ერთსქესიანთა ქორწინება აღიარა, – ამის შესახებ სააგენტო “„ფრანს-პრესი“ იუწყება. მისი განცხადებით, ჰომოსექსუალი წყვილები საზოგადოებისგან თანადგომას ელიან. სტეინერს მიაჩნია, რომ ეკლესია თანდათანობით ვითარდება და არ არის გაყინული, თუმცა ბრაზილიაში ზოგი ეპისკოპოსი ერთსქსიანთა ქორწინების წინააღმდეგია. 2013 წელს ბრაზილიის იუსტიციის ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდა ერთსქესიანთა ქორწინებები დაარეგისტრიროს. ბრაზილია ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა გეებისა და ლესბოსელებისთვის. ყოველწლიურად ბრაზილიაში ლგბტს 300-ზე მეტ წარმომადგენელს კლავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები