ჰაკერული თავდასხმა eBay-ზე
ინტერნეტაუქციონი eBay მომხმარებლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეცვალონ სისტემაში შესასვლელი მონაცემები. კომპანიაში ადასტურებენ, რომ მათ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ჰაკერებმა 145 ათასი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მიტაცება შეძლეს. საუბარია პაროლებზე, ასევე ელექტრონულ და ფიზიკურ მისამართებზე. eBay-ში ამბობენ, რომ ჰაკერებმა ფინანსური ინფორმაციის მოპოვება ვერ მოახერხეს. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.