რუსეთიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით 18 პირდაპირი რეისი დაინიშნება

რუსეთის ხუთმა ავიაკომპანიამ რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ავრცელებს.
განკარგულების თანახმად, ფრენების განხორციელება თბილისის მიმართულებით შესაძლოა სამარიდან, ტომსკიდან, ომსკიდან, ბარნაულიდან, ვოლგოგრადიდან, უფადან, ყაზანიდან, პერმიდან, ორენბურგიდან, ეკატერინბურგსა და ჩელიაბინსკიდან განხორციელდეს.
დღესდღეობით, რეგულარულ პირდაპირ ფრენებს საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის ავიაკომპანიები – “აეროფლოტი”, “პაბედა”,” ურალის ავიახაზები”, “S7 Airlines” და “Georgian Airways”- ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები