ქედაში მეწყერი ჩამოწვა

ქედაში, სოფელ სიხალიძეებში უხვი ნალექის გამო, მეწყრული პროცესები განვითარდა. მეწყერმა საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ავტომობილების გადაადგილება ალტერნატიული საავტომობილო გზით არის შესაძლებელი.
ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ელექტროენერგია ყველა სოფელს მიეწოდება.
ქედაში ამ დროისთვის თოვს. თოვლის საფარი მაღალ სოფლებში 30 სმ-მდე აღწევს, დაბლობში 3 სმ.
“ელექტროენერგია ყველა სოფელს მიეწოდება. რაც შეეხება საავტომობილო მიმოსვლას, მეწყერის გამო შეფერხებაა სოფელ სიხალიძეებში, თუმცა, სოფელი პარალიზებული არ არის ალტერნატიული საავტომობილო გზის გამო. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები”, – აცხადებენ ქედის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები