ზესტაფონის მერი წინასაახალწლოდ „კათარზისს“ ესტუმრა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჰუმანიტარული ასოციაცია „კათარზისის“ ბენეფიციარებს შეხვდა.
სათნოების სახლი „კათარზისი“ ზესტაფონში თითქმის 20 წელია, რაც ჰუმანიტარულ მისიას ასრულებს.
მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, დამდეგი ახალი წელი მიულოცა იქ შეკრებილ ადამიანებს და 120 ბენეფიციარს საახალწლო სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.
ასოციაციის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა, მერაბ გორდეზიანმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, მათ მიერ გაწეული არაერთი დახმარებისა და გულისხმიერებისათვის.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ბენეფიციარებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავისი შეხედულებები და სურვილები გაუზიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები