ბათუმში, მამაკაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად ამოიყვანეს
ბათუმში, მეხანძრე-მაშველებმა 54 წლის მამაკაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე მდინარეში შეშის გამოსატანად მანქანით შევიდა, თუმცა წყლის ნაკადის მომატების გამო, გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მათივე ცნობით, მამაკაცი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან გამოიყვანეს ავტომანქანაც.
ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო და საზღვაო ჯგუფები.