მელე-ლასდილისა და ლენტეხი-მელეს მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა
მელე-ლასდილისა და ლენტეხი-მელეს მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ126-კმ157 (სოფ მელე-ლასდილი) მონაკვეთშზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, ამავე გზის კმ86–კმ126 (ლენტეხი-სოფ. მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, გზის კმ1-კმ86 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.