დაცული ტერიტორიების სააგენტო სათაფლიის ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ მიერ, სათაფლიის ნაკრძალთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
„გვსურს განვმარტოთ, რომ პანორამული გადასახედი ნოემბრის ბოლოს, ძლიერმა ქარმა დააზიანა და ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაიკეტა.
რაც შეეხება სხვა ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას, მიმდინარე წელს იგეგმება მათი მოწესრიგება და ახალ ტურისტულ სეზონს, სათაფლია სრულიად მომზადებული, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
ტერიტორიაზე, სამუშაოები აქტიური ტურისტული სეზონის დროს, ვიზიტორთა ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დაიწყებოდა. ამჟამად მიმდინარეობს, საპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდგომაც დაიწყება პროექტის განხორციელება“,- აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები