ათი წლის წინ დაკარგული გოგონა ნაპოვნია (ვიდეო)
კალიფორნიაში, სანტა ანაში ისიდრო გარსიო დააკავეს, რომელმაც 2004 წლის ივნისში 15 წლის გოგონა გაიტაცა, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ წერს. როგორც ცნობილია, მამაკაცი თავიდან გოგონას დედას ხვდებოდა, თუმცა მას ეჭვი შეეპარა, რომ გარსიო მის შვილზე ძალადობდა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით კალიფორნიელმა მამაკაცმა არასრულწლოვანი ნარკოტიკებით გააბრუა და ის ქალაქ კომპტონში გაიტაცა. გარსიომ 15 წლის გოგონა ავტოფარეხში გამოკეტა და მასზე 10 წლის განმავლობაში ძალადობდა.
2007 წელს გოგონა და მამაკაცი ფორმალურად დაქორწინდნენ, ხოლო 2012 წელს მათ შვილი ეყოლათ.
გოგონა, რომელიც 15 წლის ასაკში გაიტაცეს, ახლა 25 წლისაა. მან მოძალადესგან გათავისუფლება მას შემდეგ შეძლო, რაც სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარი და იპოვა და მომხდარის შესახებ მოუყვა. პოლიციამ 41 წლის ისიდრო გარსია ამის შემდეგ დააკავა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=QQE9tRVA7bY&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]