“იმისთვის, რომ მეტად ეფექტიანად მოქმედებდეს სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ, აუცილებელია ისეთი სტრატეგია როგორიც სუს-მა წარმოადგინა”
ბრიგადის გენერლის, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის თქმით, იმისთვის, რომ მეტად ეფექტიანად მოქმედებდეს სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ, აუცილებელია კოორდინაცია სახელმწიფო სტრუქტურების და ამ კოორდინაციისთვის აუცილებელია ისეთი ფუნდამენტური დოკუმენტების შემუშავება, როგორიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიაა.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია ექსპერტებს,სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.
„ტერორიზმი ერთ ერთი გამოწვევა არის მთელი მსოფლიოსთვის და საფრთხე, უფრო სწორედ და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც. ჩვენი საზოგადოება ამ კუთხით საკმაოდ ფუფუნებაში არის, უფლის წყალობით ჩვენთან არაფერი მომხდარა და ამით ფასდება, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურის საქმიანობა. მაგრამ იმისთვის, რომ მეტად ეფექტიანად მოქმედებდეს სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ, აუცილებელია კოორდინაცია სახელმწიფო სტრუქტურების და ამ კოორდინაციისთვის აუცილებელია ასეთი ფუნდამენტური დოკუმენტების შემუშავება, კონცეპტუალური დოკუმენტების და ის სტრატეგია, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოგვიდგინა, ზუსტად არის ეს პირველი ნაბიჯი, ყოველთვის მივესალმები ასეთ საქმიანობას“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.