„მნიშვნელოვანია, რომ ჩნდება სტრატეგიული დოკუმენტები, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებს გამოკვეთს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა”

„მნიშვნელოვანია, რომ ჩნდება სტრატეგიული დოკუმენტები, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებს გამოკვეთს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა – ამის შესახებ საიას წარმომადგენელმა გიორგი გობრონიძემ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის თაობაზე განაცხადა.
სტრატეგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ექსპერტებს,სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს გააცნეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩნდება სტრატეგიული დოკუმენტები, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებს გამოკვეთს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის. აქედან გამომდინარე, თვითონ ნაბიჯი არის ცალსახად დადებითი და მისასალმებელი და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხდება მისი გაზიარება ფართო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გიორგი გობრონიძემ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმაც.
„თავისთავად ეს ფაქტი ცალსახად მისასალმებელია, მე მთლიანობაში რასაკვირველია ამგვარი ტიპის კონცეპტუალურ მიდგომებს მივესალმები, მთავარია გაგაჩნდეს ხედვა, სტრატეგია, რაც არის ფუნდამენტი იმისა, რომ შემდეგ უკვე ეფექტიანად განახორციელო და გადადგა შესაბამისი ნაბიჯები“, – აღნიშნა პაატა გაფრინდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები