ბიძინა გეგიძე პარლამენტში იუსტიციის საბჭოს იმ წევრების მიწვევას აპირებს, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წინააღმდეგ წავიდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში იუტიციის საბჭოს იმ წევრების მიწვევას გეგმავენ, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წინააღმდეგ წავიდნენ. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ გამოაქვეყნა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების გამო ვაპირებთ პარლამენტში მოვიწვიოთ და შევხვდეთ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც ამ კანდიდატურების წინაღმდეგ წავიდნენ!“, – წერს გეგიძე.
აღნიშნულ განცხადებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც გამოეხმაურა. „როგორც საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატს მნიშვნელოვნად მიმაჩნია შევხვდე მათ, ვინც ხმა არ მისცა პარლამენტში წარმოდგენილ უზენაეს სასამართლოს კანდიდატების სიას იუსტიციის საბჭოში“, – წერს ლევან გოგიჩაიშვილი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.