ბექა დავითულიანი: 2019 წელს თბილისს ყველაზე კარგი ბიუჯეტი ექნება

„ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სხდომაზე ისეთი სწრაფი რეჩიტატივით ისაუბრა, რომ „თრიქის“ შეშურდებოდა, რის გამოც რა პოზიცია დააფიქსირა მან ბიუჯეტთან დაკავშირებით ვერაფერი გავიგეთ“, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი.
მისი თქმით, წელს თბილისს ექნება ყველაზე კარგი ბიუჯეტი, რაც კი ოდესმე ჰქონია. როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, დღესვე საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის მილიარდ ლარზე მეტით გაზრდის შესახებ, რაც მეტროს სადგურების მშენებლობა-რეკონსტრუქციას, ვაგონების მოდერნიზაციას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და დასუფთავების ღონისძიებებს მოხმარდება.
„წელს თბილისს ექნება ყველაზე კარგი ბიუჯეტი, რაც კი ამ ქალაქს ჰქონია. მომავალ წელს ყველაზე დიდი ინფრასქტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მიმდინარე წლის ბიუჯეტიც მილიარდ ლარზე მეტით იზრდება. 2019 წლის ბიუჯეტსაც ასეთი პერსპექტივა აქვს, რაც ძალიან კარგია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები