ირმა ინაშვილი: სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურისიძეებისგან უნდა გათავისუფლდეს

„სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურისიძეებისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან სასამართლო სამართლიანი გადაწყვეტილებით ფასობს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს ამ საკითხით დაინტერესდნენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს.
„ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი. უმრავლესობას მივმართავ, მათ მხარი არ დაუჭიროს და მსგავსი სახის მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გაწმენდა დაიწყოს. ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის წარდგენა ცინიკური დამოკიდებულებაა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაპირისპირებული იყო მოსამართლეებთან და წინა ხელისფლებასთან. ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს იმაზე, როგორ მოხდა მათი შერჩევა და გადმოგზავნა“, – განაცხადა ინაშვილმა.
ამასთან, ირმა ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას და ამ მიმართულებით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები