გიორგი ქობულიამ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე ისაუბრა

ენერგეტიკა, ლოგისტიკა, მომსახურების სექტორი, სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა, წარმოების სექტორი, ბუნებრივი რესურსების მართვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ ესენია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტული სექტორები.
გიორგი ქობულიამ ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა – მან დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები, სამომავლო გეგმები და ეკონომიკური განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ქობულიას აზრით, ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული მიმართულებაა გენერაციის ობიექტების აშენება და ენერგორესურსების იმპორტის შემცირება, ასევე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაა.
ლოგისტიკის მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მთავარ ამოცანად სატრანზიტო პოტენციალის ათვისებას და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას ასახელებს. ამასთან, გიორგი ქობულია ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე საუბრისას აქცენტს აკეთებს ტურიზმის და საექსპორტო სექტორების შემდგომ განვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები