გიორგი მიქაუტაძე: უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირის გამო, ძალიან დიდი რაოდენობით საქმეებია გაჭიანურებული

„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირის გამო, ძალიან დიდი რაოდენობით გაჭიანურებული საქმეებია. ამიტომ არის მოქალაქეთა უკმაყოფილება“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, სადაც იუსტიციის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ამასთან, მიქაუტაძე განმარტავს, რომ კანდიდატების დასახელების შესახებ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება გარდაუვალი აუცილებლობიდან იყო.
„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირის გამო, ძალიან დიდი რაოდენობით გაჭიანურებული საქმეებია. ამიტომ არის მოქალაქეთა უკმაყოფილება, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში საჩივრების რაოდენობა იმატებს. ეს კი, მიანიშნებს, რომ მოსამართლეთა სიმცირის გამო, არ არის სამართალწარმოების პროცესი მოწოდების სიმაღლეზე, მოსამართლე წევრებმა გუნდურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს არიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ნებისმიერ პირობებს”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. კანდიდატების დასახელების ვადის გადაწევას ითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
მისი შეფასებით, საბჭოს დღევანდელი სხდომა სასამართლოში კლანური მმართველობის შენარჩუნების მცდელობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები