თბილისში, დედამ წლინახევრის შვილი ლოგინში გარდაცვლილი იპოვა

თბილისში, თემქის დასახლებაში დედამ წლინახევრის შვილი ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. გოგონას გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დამატებითი დეტალების შესახებ ცნობილი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამძოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლით მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები